logo_geo
eng_logo
ევროკომისიის პრეზიდენტმა მოგზაურობის განახლებისთვის „ვაქცინაციის სერტიფიკატის“ დამკვიდრების ინიციატივას მხარი დაუჭირა
- +

15 იანვარი. 2021. 16:19

 

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოგზაურობის განახლებისთვის „ვაქცინაციის სერტიფიკატის“ დამკვიდრების ინიციატივას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროაქტივი“ ავრცელებს.

 

როგორც გამოცემა იუწყება, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ მიესალმება საბერძნეთის გადაწყვეტილებას, მისცეს თავისუფლად მოგზაურობის საშუალება იმ ადამიანებს, ვისაც ვაქცინა გაკეთებული აქვს.

 

ამასთან ევროკომისიის პრეზიდენტი ამბობს, რომ აუცილებელია, „ვაქცინაციის სერტიფიკატი“ მოგზაურობისთვის სავალდებულო დოკუმენტად ევროკავშირის ყველა ქვეყანამ აღიაროს.

 

„ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი სამედიცინო საჭიროებას წარმოადგენს“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner