logo_geo
eng_logo
ნინო კვაჭანტირაძე: ადამიანები ადვილად პოულობენ საერთო ენას მრწამსის, ეროვნების და წარმომავლობის გარეშე, თუკი ამისი ნება არსებობს!!!
- +

15 იანვარი. 2021. 16:35

 

 

ჩოხატაური ჩემი დედულეთია, ზღაპრებში რომ წამიკითხავს, ისეთი ეზო-კარი ჰქონდათ იქ ჩემ წინაპრებს, სულ რამდენიმე წლის წინ დიდი ბაბუას აშენებული წაბლის ოდა ფიცარ-ფიცარ გაყიდეს იქაურობას მოპატრონებულმა ახლობლებმა - ეზო, კარი, ნალია, ჭა, ვენახი, ბაღი, „ქუხნა“, იქ ჩასახლებულ აჭარლებს მიჰყიდეს და თვითონ თავი აგერ, დედაქალაქის სიახლოვეს ერთ ძველ შენობაში  მოძღინკულ ოთახს შეაფარეს და ცხოვრობენ ახლა სახელმწიფოს კმაყოფაზე თვიდან თვემდე გროშებს შეჩერებულები, იქ დარჩენილმა აჭარლებმა შვილები გააჩინეს, შრომობენ დღედაღამ, ბოსტანიც აქვთ, ხეხილიც, მალე ახალ სახლსაც წამოჭიმავენ და რა გიკვირთ, ხალხო, იმ ადამიანებს სალოცავი რომ უნდოდეთ, თავისი სალოცავი... და ვინც ახლა ამ რელიგიურ შუღლს აღვივებს და სარგებლობს, არის ჩემი ქვეყნის მტერი და მეჩეთის აშენება ამაზე მეტ ზიანს ვერ მოიტანს... ხელი შეუწყვეთ ადამიანებს, დამაგრდნენ საკუთარ ფუძეზე, აგერ, ერთი გაქალაქებული, გაპოპულარებული ასევე ჩოხატაურელი კაცი საკუთარ სოფელზე წერს - წერს- წერს, ამასობაში  მწერალიც გახდა, საკუთარი სოფელი მიუტოვებია და აგერ დუშეთში დასახლებულა, რა ჩემი საქმეა, სადაც უნდა, იქ იცხოვროს, მაგრამ, როცა ჩემი საქმეც გახდება, მერე უკვე გვიანია...

 

აი, ახლა აქვე ვითხოვ ამ ხელისუფლებისგან, ჩემს სოფელს წყალი გაუკეთონ, სასმელი წყალი, 21-ე საუკუნეში, წყლის ქვეყანაში და ნახავთ, თუ არ დავბრუნდებით, არ გვინდა ეს მოწყალება და საჩუქრები, ელემენტარული საარსებო ადამიანური გარემო გვჭირდება და რა თქმა უნდა, ჩვენ-ჩვენი სალოცავი!!!

 

პ.ს. რამდენიმე თვის წინ აქვე, თბილისთან გარდაიცვალა  დეიდაჩემი და წაასვენეს ჩოხატაურში, იმ სოფელში, სადაც აღარაფერი ჰქონდა დარჩენილი სასაფლაოს გარდა. მის ეზო-კარში დარჩენილმა აჭარლებმა ეს რომ შეიტყვეს, ჭიშკარი გააღეს, სკამები ჩამოდგეს და ჭირისუფალს შესთავაზეს, ეზოში მიცვალებული ცოტა ხნით მაინც  დაესვენებინათ...

 

ადამიანები ადვილად პოულობენ საერთო ენას მრწამსის, ეროვნების და წარმომავლობის გარეშე, თუკი ამისი ნება არსებობს!!!

right_banner right_banner
არქივი
right_banner