logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: ქუჩაში მყოფ ოპოზიციურ სპექტრს შეგვიძლია, მივუსამძიმროთ და ვუსურვოთ, რომ მალე ქვეყნის მართვაში მიიღონ მონაწილეობა
- +

15 იანვარი. 2021. 19:46

 

 

„ქუჩაში მყოფი ოპოზიციური სპექტრი არის უმძიმეს მდგომარეობაში და ჩვენ შეგვიძლია, მათ მხოლოდ მივუსამძიმროთ და ვუსურვოთ, რომ ძალიან მალე მიიღებენ პასუხისმგებლიან გადაწყვეტილებებს და ქვეყნის მართვაში მონაწილეობას. მაგრამ თუ არ მიიღებენ, ამაშიც ვერ ვხედავ პრობლემას“, – ამის შესახებ განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

 

„ოპოზიციური სპექტრი, თუ არ ჩავთვლით იმ ადამიანებს, ვინც გაბედა და შემოვიდა პარლამენტში და მაგლითად, მათი წარმომადგენელი გელათთან დაკავშირებით დღევანდელ უმნიშვნელოვანეს სხდომას ესწრებოდა და კითხვებსაც სვამდა, თუ არ ჩავთვლით გარეთ მყოფი ზოგიერთი გადეპუტატებული, მაგრამ ჯერჯერობით რომ ვერ გადაუწყვეტია პარლამენტში შემოსვლა,ზოგიერთ მათგანს. მთლიანობაში ვიტყოდი, რომ ქუჩაში მყოფი ოპოზიციური სპექტრი არის უმძიმეს მდგომარეობაში და ჩვენ შეგვიძლია, მათ მხოლოდ მივუსამძიმროთ და ვუსურვოთ, რომ ძალიან მალე მიიღებენ პასუხისმგებლიან გადაწყვეტილებებს და მიიღებენ ქვეყნის მართვაში მონაწილეობას. მაგრამ თუ არ მიიღებენ, ამაშიც ვერ ვხედავ პრობლემას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა დღეს ქუთაისში.

 

სხდომაზე გელათის სამონასტრო კომპლექსის დროებითი კონსერვაციის პროცესთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს. სხდომას განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, ასევე ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე იოანე გამრეკელი და სხვა სასულიერო პირები დაესწრნენ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner