მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს უვადო პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლემ დღეს გამოიტანა.
პაპიძე ნაფიცმა მსაჯულებმა 4 ივლისს, დამამძიმებელი გარემოებით განზრახ მკვლელობაში ცნეს დამნაშავედ.
შეგახსენებთ, რომ მაგდა პაპიძე ბრალდებულად 2015 წლის 21 დეკემბერს, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით ცნეს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და თავისუფლების აღკვეთას ვადის 16-20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.