logo_geo
eng_logo
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა: სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მცოცავი ანექსია განუწყვეტლივ მიმდინარეობს, რაც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს
- +

15 იანვარი. 2021. 21:13

 

 

„რუსეთის ფედერაციის მცოცავი ანექსია განუწყვეტლივ მიმდინარეობს, რაც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს“,- ამის შესახებ საუბარია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2020 წლის მონიტორინგის ანგარიშში, რომელიც ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

ანგარიშში საუბარია ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე.

 

„ვითარება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით კვლავ უარესდება, რადგან რუსეთის ფედერაციის მიერ ამ რეგიონების მცოცავი ანექსია განუწყვეტლივ მიმდინარეობს, რაც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. შედეგად, ქართველებს შორის კონტაქტები ამ ორ რეგიონში და მის გარეთ პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა. ამას მძიმე ჰუმანიტარული შედეგები მოაქვს, რადგან სულ უფრო რთულდება ამ ორ რეგიონში მცხოვრებთათვის ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთა სასკოლო ან (გადაუდებელი) სამედიცინო მიზეზების გამო“, - ნათქვამია ანგარიშში.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner