logo_geo
eng_logo
დიმიტრი ლორთქიფანიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებიდან უნდა მოიხსნას!
- +

6 ივლისი. 2016. 12:35



„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძემ „ასავალ-დასავალთან"ინტერვიუში სულხან მოლაშვილის წამება-გარდაცვალებასთან დაკავშირებით ისაუბრა. ლორთქიფანიძის განცხადებით, მოლაშვილის წამებაში ბრალდებულ  „ნაციონალურ მოძრაობას" არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ უნდა მიეცეს.



„ნაციონალურ მოძრაობას", როგორც დანაშაულებრივ სინდიკატს, საარჩევნო რეგისტრაციაზე უარი უნდა ეთქვას!

ადამიანები, რომლებსაც სულხან მოლაშვილი პირდაპირ ადებდა ხელს, როგორც მის წამებაში მონაწილე ჯალათებს, დღეს „ნაცმოძრაობის" საარჩევნო სიაში წერიან.

ასეთია, მაგალითად, გიგა ბოკერია, რომელიც, სულხან მოლაშვილის ჩვენების თანახმად, მის წამებას უშუალოდ ესწრებოდა!

სულხან მოლაშვილი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში თავისი წამების დამკვეთად და ორგანიზატორად პირდაპირ ასახელებს ექს-პრეზიდენტ სააკაშვილსა და ყოფილ გენერალურ პროკურორ ზურაბ ადეიშვილს.

ეს ყველაფერი პოლიტიკურ დონეზე უნდა გახდეს საფუძველი იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებიდან მოიხსნას",- განაცხადა ლორთქიფანიძემ. 


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner