logo_geo
eng_logo
აშშ-მა ავღანეთში სამხედროების რაოდენობა 2 500-მდე შეამცირა
- +

15 იანვარი. 2021. 22:38

 

აშშ-მა ავღანეთში სამხედროების რაოდენობა 2 500-მდე შეამცირა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.

 

აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელი ქრისთოფერ მილერი აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ს კიდევ უფრო აახლოვებს საბოლოო მიზანთან, დაასრულოს 20 წლიანი ომი ავღანეთში.

 

მილერის თქმით, აშშ უზრუნველყოფს, რომ ავღანეთი აღარასდროს იყოს მათი თავშესაფარი, ვისაც აშშ-ისთვის ზიანის მიყენება სურს. აშშ-ის ავღანეთში ჯარისკაცების მსგავსი მცირე რაოდენობა 2001 წლის შემდეგ არ ჰყოლია.

 

გასული წლის თებერვალში აშშ-ის ადმინისტრაციამ რადიკალურ მოძრაობა „თალიბანთან“ შეთანხმებას მიაღწია, რომელიც 2021 წლის მაისისთვის ავღანეთიდან ყველა ამერიკელი ჯარისკაცის გასვლა ითვალისწინებს.

 

ესოშიეთიდ პრესი“ წერს, რომ ჯერჯერობით უცნობია, როგორ იმოქმედებს ბაიდენის ახალი ადმინისტრაცია.

 

აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელი ასევე აცხადებს, რომ 2 500-მდე შემცირდა სამხედროების რაოდენობა ერაყშიც.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner