თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ნაძალადევის რაიონის გამგებელთან ზაზა გაბუნიასთან ერთად, ნაძალადევის რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
ნაძალადევის რაიონში რამდენიმე ქუჩაზე სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ასფალტის საფარი იგება დაისის, უიარაღოსა და ბოგვის ქუჩებზე. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს ღრმაღელის პირველ შესახვევშიც.
პარალელურად რეაბილიტაცია უტარდება „ღრმაღელის" მეტროსადგურთან და დადიანის მე-2 მ/რ ში კორპუსებს შორის არსებულ სკვერებს.