logo_geo
eng_logo
ნაძალადევის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს
- +

6 ივლისი. 2016. 12:49



თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ნაძალადევის რაიონის გამგებელთან ზაზა გაბუნიასთან ერთად, ნაძალადევის რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.



ნაძალადევის რაიონში რამდენიმე ქუჩაზე სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ასფალტის საფარი იგება დაისის, უიარაღოსა და ბოგვის ქუჩებზე. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს ღრმაღელის პირველ შესახვევშიც.



პარალელურად რეაბილიტაცია უტარდება „ღრმაღელის" მეტროსადგურთან და დადიანის მე-2 მ/რ ში კორპუსებს შორის არსებულ სკვერებს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner