-
+
15 იანვარი. 2021. 23:37
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 2 მილიონს გადააჭარბა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 93 418 283 შემთხვევა გამოვლინდა, 2 000 905 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 51 536 442 - გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზე ამერიკაა (389 581 გარდაცვლილი).