logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შერჩევაზე ბევრი სპეკულაცია და ვერსიაა, შემადგენლობა მშვიდ ვითარებაში შევარჩიეთ
- +

16 იანვარი. 2021. 00:58

 

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შერჩევაზე ბევრი სპეკულაცია და ვერსიაა. ამ საკითხებზე ყრილობამდე არცერთი პარტია არ საუბრობს და ამიტომ ჩვენთვის გარკვეული უხერხულობაა, რომ მედიის კითხვებს ვერ ვუპასუხეთ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„ყრილობას ერთი კვირით ადრე წარედგინა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრთა შემადგენლობა. ეს გადაწყვეტილება შესაბამისად ერთი კვირაა მიღებულია. 15-დან 21 წევრამდე იზრდება პოლიტსაბჭოს შემადგენლობა. მასში შედის თავმჯდომარე და 20 წევრი. შესაბამისად ჩვენ ამ ადამიანებს ავირჩევთ“, - აღნიშნა მდინარაძემ.

 

რაც შეეხება პოლიტსაბჭოს წევრების შერჩევის კრიტერიუმებს, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ბევრი წევრი ამ პოზიციას შეინარჩუნებს.

 

„იყვნენ ადამიანები, ვინც თავად განაცხადა პოლიტსაბჭოს წევრობაზე უარი. მაგალითად დავით საგანელიძემ. ასეთი პოზიცია დააფიქსირა რამდენიმე ადამიანმა. ამიტომ ძალიან მშვიდად, წყნარად, მოგონილი დაპირისპირების გარეშე გადაწყვეტილება მივიღეთ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ კალაძესა და კობახიძეს შორის იყო დაპირისპირება. მსგავსი არაფერი მომხდარა, მოგონილი ამბების მძევალი ხდება საზოგადოება“, - აღნიშნა მდინარაძემ.

 

პოლიტსაბჭოში იქნებიან ახალი წევრები პარლამენტიდან და მთავრობიდან. მდინარაძის განცხადებით, ეს ინფორმაცია საზოგადოებითვის „ქართული ოცნების“ ყრილობაზე გახდება ცნობილი.

 

ხვალ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება, რომელზეც პარტიის თავმჯდომარეს აირჩევენ. ამ თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა სახელდება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner