საზოგადოებრივი მოძრაობა „ლაზარეს" ხელმძღვანელმა, პოეტმა რეზო ამაშუკელმა „ასავალ-დასავალთან"ინტერვიუში სულხან მოლაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ისაუბრა. ამაშუკელის განცხადებით, მოლაშვილი დაიჭირეს და აწამეს სააკაშვილის ბრძანებით.
„სულხანს ჰქონდა სერიოზული მასალები, რომელიც ამ გათახსირებულ სააკაშვილს არაერთ დანაშაულში ამხელდა და მოლაშვილი სწორედ მისი პირადი ბრძანებით დაიჭირეს და აწამეს!
რამდენი ხანია, ხმის ჩახლეჩამდე ვყვირი - დააპატიმრეთ გიგა ბოკერია!
ეგ მაძღარი პითონი, იმ ვირთხა ადეიშვილთან და თვალებჩასისხლიანებულ ვალერი გრიგალაშვილთან ერთად, პირადად მონაწილეობდა სულხანის წამებაში!
პირდაპირ ვაცხადებ - თუ ამ ხელისუფლებას თავმოყვარეობა აქვს, დღესვე უნდა შეაგდოს ციხეში გიგა ბოკერია",- განაცხადა ამაშუკელმა.