logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: „ქართულ ოცნებაში“ დღეს დაპირისპირების საფრთხე ნაკლებია, თუმცა უნდა შევქმნათ სისტემა, რომელიც ამას მომავალშიც გამორიცხავს
- +

16 იანვარი. 2021. 02:28

 

 

 

„ნებისმიერ გუნდში, ინსტიტუტების ბალანსის მიუხედავად, არსებობს საფრთხე, რომ გარკვეული კამათი და შეუთანხმებლობა იყოს სხვა და სხვა საკითხებზე. დღეს ამის საფრთხე და რისკი „ქართულ ოცნებაში“ არის ნაკლებად და ეს არის დამოკიდებული მათ შორის იმ პიროვნებებზე ვინც სხვა და სხვა თანამდებობებზე არიან“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ,  ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„საპარლამენტო კონტროლის პირობებში, პარლამენტის როლი გაძლიერებულია და ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ რისკზე, თეორიულსა თუ პრაქტიკულზე, მათ შორის რომლის ფარგლებშიც ამან რაღაც უკმაყოფილება გამოიწვიოს. ჩვენ ამის გამორიცხვა შიდა მენეჯმენტში ერთ-ერთ გამოწვევად დასახული გვაქვს. ესაა ერთ-ერთი საკითხი, რომელიც უნდა დალაგდეს“, - აღნიშნა მდინარაძემ.

 

მისი თქმით, „ქართულ ოცნებაში“ დღეს დაპირისპირების საფრთხე არ არსებობს.

 

„დღეს ამის საფრთხე და რისკი არის ნაკლებად და ეს არის დამოკიდებული მათ შორის იმ პიროვნებებზე, ვინც არიან სხვა და სხვა თანამდებობებზე. სამთავრობო გუნდზე, მის ხელმძღვანელზე, წევრებზე... პარტიის ხელმძღვანელობაზე, რომელიც უკვე გამოკვეთილია და ხედავთ, საპარლამენტო ხელმძღვანელობაზე და ა.შ. მაგრამ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, ის რომ არჩილ თალაკვაძე, გიორგი გახარია, ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე ერთმანეთთან კარგ ურთიერთობებში არიან, ეს კი არ იყოს განმსაზღვრელი, არამედ სისტემამ უნდა უზრუნველყოს მშვიდი ვითარება. ხვალ რომ რომელიმე პოზიციაზე არ აღმოჩდნენ ერთმანეთის მიმართ კარგი განწყობით ადამიანები, მაშინაც სისტემამ უნდა იმუშავოს გამართულად. ესაა მთავარი გამოწვევა. ამისთვის რეფორმები წინ უნდა წავწიოთ და გავამყაროთ დემოკრატიული სისტემა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner