logo_geo
eng_logo
მედიის ცნობით, დონალდ ტრამპი ვაშინგტონს ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დღეს, დილით დატოვებს
- +

16 იანვარი. 2021. 02:56

 

ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დღეს ვაშინგტონს დილით ადრე დატოვებს და ცხოვრებას ფლორიდაში გააგრძელებს. ამის შესახებ ამერიკული მედია იუწყება.

 

დონალდ ტრამპმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ქვეყნის მომავალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციას არ დაესწრება. ბაიდენის ინაუგურაციაზე დასწრებას გეგმავს მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი.

 

გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპი გამოსამშვიდობებელ ღონისძიებას მერილენდის შტატში, ენდრიუს ავიაბაზაზე გამართავს, შემდეგ კი, ფლორიდაში გაემგზავრება.

 

აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner