logo_geo
eng_logo
ჯანმო ვაქცინაციის შემდეგ 23 ნორვეგიელის გარდაცვალებას შეისწავლის
- +

16 იანვარი. 2021. 03:03

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (WHO) კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ ნორვეგიაში 23 ადამიანის გარდაცვალების შესახებ ინფორმირებულია და გამოძიებას დააკვირდება. ამის შესახებ უწყების წარმომადგენელმა, კარატინა დე კატმა გააცხადა.

 

„ჩვენ ჯანდაცვის სფეროში ნორვეგიის ხელისუფლებასთან კონტაქტში ვართ და 23-ვე გარდაცვალების მიზეზისა და გარემოებების გამოძიებას ყურადღებით ვაკვირდებით", - განაცხადა მან.

 

შეგახსენებთ, ნორვეგია კორონავირუსის ვაქცინის უკუეფექტებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მისი მიღება 80 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის და უკურნებელი სენით დაავადებულთათვის ძალიან სარისკოა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner