logo_geo
eng_logo
თენგიზ ცერცვაძე: ბიძინა ივანიშვილმა ჯანდაცვა გახადა პოლიტიკური პრიორიტეტი, ეს მანამდე არავის გაუკეთებია
- +

16 იანვარი. 2021. 03:07

 

 

„პირად, რასაც ყველაზე მეტად ვაფასებ, ისაა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ჯანდაცვა გახდა პოლიტიკური პრიორიტეტი, ეს მანამდე არავის გაუკეთებია“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ POSTV-ს ეთერში განაცხადა.

 

„ბიძინამ მმართველობის პირველივე წელს ჯანდაცვის ბიუჯეტი გახადა მილიარდ 200 ათასი ლარი. ოთხჯერ გაზარდა ჯანდაცვის ბიუჯეტი და განახორციელა ორი ისტორიული პროგრამა. ერთი - C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომლის აღსრულებასაც ბიუჯეტიდან დასჭირდა ფული და მეორე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამამ გადაარჩინა 75 ათასი ადამიანი. ზოგიერთი კი აკნინებს ამ პროექტის მნიშვნელობას“, - განაცხადა ცერცვაძემ.

 

მისი თქმით, 2021 წლიდან სხივური და ქიმიური თერაპია უფასო გახდა და მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში ონკოლოგიურ პაციენტებს უფასოდ არ მკურნალობენ თანამედროვე მეთოდებით.

 

„მონოკლონური სხეულების მედიკამენტებით მკურნალობენ ონკოლოგიას. ჩემი ნაცნობი ონკოპაციენტები გაოცებულები არიან, რა გავუკეთე სახელმწიფოს, რომ ამხელა ფული გამოყო და გადამარჩინაო. მენჯ-ბარძაყის პროტეზირების ოპერაციებმა რამდენ ადამინს შეუნარჩუნა ცხოვრების ხარისხი“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner