logo_geo
eng_logo
დავით ნარმანია: ყველას მკაცრად მოსთხოვეთ პასუხი, თორემ მოგეთხოვებათ ჩემგან!
- +

6 ივლისი. 2016. 13:01



თბილისის მერი დავით ნარმანია ქალაქში სერვისების მიმწოდებელი კომპანიებისაგან სხვადახვა სახის ინფრასტრუქტურის დაზიანების შემთხვევაში სამუშაოების დროულ და ხარისხიან შესრულებას ითხოვს.



მიუხედავად იმისა, რომ ინტენსიურად მუშაობს ქალაქი სხვადასხვა უბანში, მაინც ბევრია ისეთი ადგილები, სადაც პერიოდულად სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა ზიანდება და მწყობრიდან გამოდის. ეს ეხება არა მხოლოდ ჩვენ ქვემდებარე ინფრასტურუქტურას, არამედ სხვა ობიექტებს, რომლებიც რიგ შემთხვევაში კერძო ოპერატორების მართვის ქვეშ არის. მიუხედავად ამისა, მონიტორინგი ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ, კიდევ უფრო ინტენსიურ რეჟიმში მივცეთ მითითებები როგორც თბილისის მერიის ქვემდებარე სამუშაოების შემსრულებელ კომპანიებს, ასევე იმ კერძო კომპანიებს, რომლებსაც ესა თუ ის სერვისი აქვს დელეგირებული და ამ სერვისის მოწოდებას ახდენენ. დაზიანების შემთხვევაში დროულად და ოპერატიულად მოახდინონ რეაგირება. ამიტომ ყველას მკაცრად მოთხოვეთ პასუხი, თორემ მოგეთხოვებათ უშუალოდ ჩემგან და სფეროს კურატორი მოადგილეებისაგან, რომ ყველაფერი დროულად იყოს მოწესრიგებული და ჩვენი ქალაქი იყოს უფრო მეტად კეთილმოწყობილი, უფრო მეტად ლამაზი და მიმზიდველი", - მიმართა დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის წევრებს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner