ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, აღმოსავლეთ იერუსალიმში, ალ-აქსას მეჩეთში შესვლა შეზღუდეს, - ამის შესახებ Anadolu წერს.
როგორც მედია იუწყება, მეჩეთში შესვლა პალესტინელებს აუკრძალეს და ამის უფლება მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას აქვს.
ჰამასის სპიკერი, ჰაზიმ ქასიმი აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი ისრაელის გეგმების ნაწილია იერუსალიმის იუდაიზაციისა და პალესტინის არაბული იდენტურობის განადგურების მიზნით.
ტერიტორიაზე, სადაც მეჩეთი მდებარეობს, 1980 წლიდან ვრცელდება ისრაელის იურისდიქცია. მაშინ ისრაელმა განაცხადა, რომ ეს ებრაული სახელმწიფოს „მარადიული და განუყოფელი“ დედაქალაქია. მორწმუნეებისთვის ალ-აქსა მსოფლიოში მესამე წმინდა ადგილია მექასა და მედინას შემდეგ.
https://imedinews.ge/ge/msoflio/181818/media-israelma-alaqsas-mechetshi-shesvla-shezguda