-
+
16 იანვარი. 2021. 11:29
დრეზდენში კარანტინის რეჟიმის დამრღვევებისთვის ციხე გაიხსნება. გადაწყვეტილება საქსონიის ფედერალური მიწის მთავრობამ მიიღო.
გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების დაწესებულებას ლტოლვილთა მიმღები ცენტრის ბაზაზე გახსნიან, რომელიც დრეზდენში 2017 წელს აშენდა.
ციხეში ის მოქალაქეები მოხვდებიან, რომლებიც კარანტინის რეჟიმს განმეორებით დაარღვევენ. 5 იანვარს გერმანიის ხელისუფლებამ „ლოქდაუნი“ 31 იანვრამდე გაახანგრძლივა და მოსახლეობას სოციალური კონტაქტების მაქსიმალურად შეზღუდვისკენ მოუწოდა.
https://imedinews.ge/ge/msoflio/181829/germaniashi-karantinis-rejimis-damrgvevebistvis-tsikhes-gakhsnian