-
+
16 იანვარი. 2021. 12:22
ყირგიზეთის პრეზიდენტის არჩევნებში სადირ ჟაპაროვმა გაიმარჯვა. ამის შესახებ ბიულეტენების 100%-ის დათვლის შემდეგ ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისია იუწყება.
სადირ ჟაპაროვმა 1,1 მილიონზე მეტი ხმა მიიღო (79,23%), მისმა უახლოესმა მდევარმა, ადახან მადუმაროვმა კი 95 000 ხმა (6,8%).
ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ყირგიზეთში 10 იანვარს გაიმართა. პარალელურად ქვეყანაში რეფერენდუმზე მმართველობის ფორმის საკითხი იყო გატანილი. რეფერენდუმის შედეგად, პრეზიდენტის ინსტიტუტის გაძლიერებას მხარი 1,1 მილიონმა ადამიანმა დაუჭირა, საპარლამენტო მმართველობას კი - 152 ათასმა ადამიანმა.
2020 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჟაპაროვი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
https://imedinews.ge/ge/msoflio/181837/kirgizetis-prezidenti-sadir-japarovi-gakhda