logo_geo
eng_logo
ახმეტის მუნიციპალიტეტში, 23 წლის ახალგაზრდა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს
- +

16 იანვარი. 2021. 12:45

 

 

ახმეტის მუნიციპალიტეტში 23 წლის ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა სოფელ მატანში დღეს მოხდა. ის ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში ნახეს.

 

ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა აზარტული თამაშებით იყო დაკავებული. მეზობლების თქმით, სავარაუდო მიზეზი სწორედ აღნიშნული ფაქტორი უნდა იყოს, რის გამოც ისინი სუიციდის ვერსიას განიხილავენ.

 

მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner