ახმეტის მუნიციპალიტეტში 23 წლის ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა სოფელ მატანში დღეს მოხდა. ის ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში ნახეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა აზარტული თამაშებით იყო დაკავებული. მეზობლების თქმით, სავარაუდო მიზეზი სწორედ აღნიშნული ფაქტორი უნდა იყოს, რის გამოც ისინი სუიციდის ვერსიას განიხილავენ.
მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.