აზერბაიჯანში კორონავირუსის 402 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 15 ადამიანი გარდაიცვალა
-
+
16 იანვარი. 2021. 20:17
აზერბაიჯანში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ 19-ის 402 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 15 პაციენტი გარდაიცვალა, ამ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
აზერბაიჯანში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსის 226 951 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის ვირუსს 2 998 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 214 423 -ია.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანის მთავრობამ კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინის რეჟიმის 1 აპრილამდე გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო.
https://www.interpressnews.ge/ka/article/637762-azerbaijanshi-koronavirusis-402-axali-shemtxveva-gamovlinda-15-adamiani-gardaicvala