logo_geo
eng_logo
აზერბაიჯანში კორონავირუსის 402 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 15 ადამიანი გარდაიცვალა
- +

16 იანვარი. 2021. 20:17

 

აზერბაიჯანში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ 19-ის 402 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 15 პაციენტი გარდაიცვალა, ­ ამ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

აზერბაიჯანში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსის 226 951 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის ვირუსს 2 998 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 214 423 -ია.

 

შეგახსენებთ, აზერბაიჯანის მთავრობამ კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინის რეჟიმის 1 აპრილამდე გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო.

 

https://www.interpressnews.ge/ka/article/637762-azerbaijanshi-koronavirusis-402-axali-shemtxveva-gamovlinda-15-adamiani-gardaicvala

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner