logo_geo
eng_logo
სოფელ ერგნეთში, გამყოფ ხაზთან ქართველი და ოსი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
- +

6 ივლისი. 2016. 13:18


საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, სოფელ ერგნეთში, გამყოფ ხაზთან მოეწყო ქართველი და ოსი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა; ასევე წარმოდგენილი იყო საოჯახო ალბომებში დაცული ქართულ-ოსური ურთიერთობების ამსახველი ფოტომასალა; გაიმართა კონცერტი, რომელზეც ქართული და ოსური სიმღერები შესრულდა.


ღონისძიება განხორციელდა ორგანიზაცია „კავკასიური მოზაიკის" მიერ.


ღონისძიებას დაესწრნენ გორის, ლაგოდეხის და ახმეტის რაიონის სოფლების მცხოვრებლები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, სტუმრები დედაქალაქიდან.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner