logo_geo
eng_logo
ყირგიზეთში საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგებით, სადირ ჟაპაროვმა გაიმარჯვა
- +

16 იანვარი. 2021. 20:58

 

ყირგიზეთში 10 იანვარს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგებით, სადირ ჟაპაროვმა გაიმარჯვა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმების 100% უკვე დაითვალა. სადირ ჟაპაროვმა ხმების 79.23% აიღო. მეორე ადგილზე გავიდა ადახან მადუმაროვი, რომელმაც ხმების 6.8% მიიღო. პრეზიდენტის თანამდებობის დასაკავებლად ქვეყანაში სულ 17 კანდიდატი იბრძოდა.

 

საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად, ქვეყნის მმართველობის ფორმის შესახებაც ჩატარდა რეფერენდუმი. ხალხს არჩევანი მმართველობის საპრეზიდენტო და საპარლამენტო მოდელებს შორის უნდა გაეკეთებინათ. რეფერენდუმზე საპრეზიდენტო ინსტიტუტის გაძლიერებას მხარი 1.1 მილიონზე მეტმა ადამიანმა დაუჭირა, საპარლამენტო მმართველობის ფორმა კი 152 000-მა ამომრჩეველმა აირჩია. 62 000-მა ადამიანმა ხმა ყველა შეთავაზებული რეფორმის წინააღმდეგ მისცა.

 

ყირგიზეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები გასული წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვების შემდეგ დაიწყო. მოსახლეობამ მათ ბრალი არჩევნების გაყალბებაში დასდო. საპროტესტო აქციების ფონზე, ყირგიზეთის პრეზიდენტი, სოორონბაი ჟეენბეკოვი გადადგა.

 

https://www.interpressnews.ge/ka/article/637758-qirgizetshi-saprezidento-archevnebis-saboloo-shedegebit-sadir-zhaparovma-gaimarjva

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner