logo_geo
eng_logo
რუსეთი ოთხ ქვეყანასთან საჰაერო მიმოსვლას ანახლებს
- +

16 იანვარი. 2021. 20:50

 

რუსეთი ფინეთის, ვიეტნამის, ინდოეთისა და კატარის დედაქალაქებთან ფრენებს ანახლებს, - მედიის ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება რუსეთის კორონავირუსთა ბრძოლის ოპერატიული შტაბის სხდომაზე მიიღეს.

 

მათივე ინფორმაციით, პანდემიის დაწყების პირველ კვირებში შეწყვეტილი ავიამიმოსვლა აღნიშნულ 4 ქვეყანასთან 27 იანვრიდან აღდგება.

 

რუსეთის ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ ფინეთის, ვიეტნამის, ინდოეთისა და კატარის ეპიდსიტუაცია ფრენების აღდგენისთვის საჭირო კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. კერძოდ, ამ ქვეყნებში, ყოველ 2 კვირაში, ყოველ 100 000 მოსახლეზე ინფიცირების 40-ზე ნაკლები შემთხვევა ფიქსირდება.

 

https://www.interpressnews.ge/ka/article/637763-ruseti-otx-kveqanastan-sahaero-mimosvlas-anaxlebs

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner