logo_geo
eng_logo
კაცი, რომელსაც კასპში მძევლები ჰყავდა აყვანილი, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე იმყოფება
- +

16 იანვარი. 2021. 22:56

 

კასპში ერთ-ერთ საამქროში ორი პირის მძევლად აყვანის ბრალდებით დაკავებული გ.მ. ადვოკატმა მოინახულა. დაკავებული შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე იმყოფება.

 

მისი ინტერესები საზოგადოებრივ დამცველს უნდა დაეცვა, თუმცა ქეთევან გაგოევას ინფორმაციით მისი დაცვის ქვეშ მყოფი უარს ამბობს დაცვაზე. ის ასევე უარს ამბობს გამოძიებასთან თანამშრომლობაზე და უკიდურესად აღელვებულ მდგომარეობაშია.

 

დაკავებულს ამ დრომდე ჯერ ბრალი არ წარდგენია, თუმცა გამოძიება საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" და "ი" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისთვის საშიში მუქარით ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს.

 

დაკითხვის დროს დაკავებული შეუძლოდ გახდა და მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა. სასწრაფო დახმარების ექიმის ინფორმაციით მას მაღალი არტერიული წნევა ჰქონდა, თუმცა მისი მდგომარეობის დასტაბილურება მათ მედიკამენტებით შეძლეს.

 

1993 წელს დაბადებული კაცი კასპში, ერთ-ერთი საამქროს ტერიტორიაზე დღეს შეიჭრა და სანადირო თოფის მუქარით ორი მოქალაქე მძევლად აიყვანა.

 

ადგილზე სპეციალური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების და გ.მ.-სთან რამდენიმესაათიანი აქტიური მოლაპარაკებების შედეგად, თავდამსხმელის მიერ მძევლად აყვანილი მოქალაქეების უვნებლად გათავისუფლდნენ, რომლებიც პოლიციამ უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანა, თავდამსხმელი კი შემთხვევის ადგილზე დააკავა.

 

 

https://imedinews.ge/ge/samartali/181925/katsi-romelsats-kaspshi-mdzevlebi-hkavda-akvanili-shida-qartlis-politsiis-departamentshi-gamokitkhvaze-imkopeba

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner