logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: ჯონ კერის ვიზიტი აშშ-ის მიერ საქართველოს მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურებაა
- +

6 ივლისი. 2016. 13:36



„ბოლო დროს  განვითარებული მოვლენის ფონზე, ჯონ კერის  ვიზიტს დიდი  პოლიტიკური  მნიშვნელობა აქვს", - ასე აფასებს „ახალგაზრდული ცენტრის" წევრი დავით ჩიხელიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ოფიციალურ ვიზიტს საქართველოში, რომელიც დღეს დაიწყო.



როგორც „რეპორტიორს" ჩიხელიძემ განუცხადა, კერის ვიზიტი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურებაა.



„აშშ იყო, არის და მომავალშიც იქნება ჩვენი ქვეყნის საიმედო პარტნიორი.  კერის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა როგორც მთავრობის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებთან.  ვიზიტის ბოლოს კი საქართველოს პრემიერ-მინისტრის და ამერიკის სახელწიფო მდივნის მიერ გაკეთდება  ერთობლივი განცხადება.

 

 

ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია  შეხვედრები   ისეთ თემებთან დაკავშირებით, როგორიც გახლავთ ეკონომიკა, თავდაცვა, უსაფრთხოება განათლება და ა.შ.  ეს კიდევ უფრო გააღრმავებს და განამტკიცებს   ჩვენი ქვეყნების ურთიერთობას.

 

 

უნდა აღვნიშნოთ, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოს წინ ელოდება რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა, როგორც საერთაშორისო ასპარეზზე,   ასევე ქვეყნის შიგნით, რომელთა შედეგიც პირდაპირ აისახება საქართველოს მომავალზე (NATO-ვარშავის სამიტი, ევროსაბჭოს სხდომა ვიზა-ლიბერალიზაციასთნ დაკავშირებით, საქართველოს საპარლამენტო არჩევნები და ა.შ.).

ზემოთქმულის გათვალისწინებით, ჯონ კერის ვიზიტი გახლავთ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის გაგზავნილი  ძლიერი სიგნალი, რომ საქართველო არის საიმედო პარტნიორი, რომელიც იმსახურებს, იყოს NATO-ს და ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი", - განაცხადა ჩიხელიძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner