logo_geo
eng_logo
ბრიტანეთში ვაქცინის პირველი დოზით, დაახლოებით, 3.6 მილიონი პირი აიცრა
- +

16 იანვარი. 2021. 23:40

 

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა, დაახლოებით, 3.6 მილიონ ადამიანს გაუკეთდა. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ მთავრობის სტატისტიკაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

ბრიტანეთის მთავრობა მიზნად ისახავს, თებერვლის შუარიცხვებისთვის „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა 15 მილიონამდე მაღალი რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანს გაუკეთოს.

 

დიდ ბრიტანეთში ამ დროისთვის კორონავირუსის ვაქცინის ორივე დოზა 447 261 ადამიანმა მიიღო. ინგლისში ვაქცინის პირველი დოზა 3 090 058 ადამიანს, ხოლო ორივე დოზა 424 327 ადამიანს გაუკეთდა.

 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, დიდ ბრიტანეთში ვირუსის სამ მილიონზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. მათ შორის, პანდემიამ 88 ათასზე მეტი პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა.

 

 

https://1tv.ge/news/britanetshi-vaqcinis-pirveli-dozit-daakhloebit-3-6-milioni-piri-aicra/

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner