ვიქტორია ნულანდი პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის პოსტს დაიკავებს. ამის შესახებ apnews წერს.
მისი კანდიდატურა აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა წარადგინა. ნულანდი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პოსტს 2013-2016 წლებში იკავებდა.
ბარაქ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში ის პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებს კურირებდა. რუსეთს ნულანდი სანქცირებულთა სიაში ჰყავს შეყვანილი.
2017 წლის იანვარში ვიქტორია ნულანდი დონალდ ტრამპმა თანამდებობიდან გაათავისუფლა.
https://imedinews.ge/ge/msoflio/181930/viqtoria-nulandi-sakhelmtsipo-departamentshi-brundeba