logo_geo
eng_logo
საფრანგეთში კომენდანტის საათი ამოქმედდა
- +

17 იანვარი. 2021. 02:30

 

ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, საფრანგეთი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ზომებს ამკაცრებს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. დღეს საღამოს ქვეყანაში კომენდანტის საათი ამოქმედდა. მოსახლეობას ქუჩაში გასვლა 18:00-დან 06:00-მდე ეკრძალება.

 

17 იანვრიდან საფრანგეთში მოგზაურობასთან დაკავშირებული ახალი შეზღუდვაც ამოქმედდება. ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოებიდან საფრანგეთში ჩასვლის მსურველებმა თან COVID19-ზე ნეგატიური ტესტის პასუხი უნდა იქონიონ და ერთი კვირა იზოლაციაში უნდა გაატარონ.

 

 

https://imedinews.ge/ge/covid19/181933/saprangetshi-komendantis-saati-amoqmedda

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner