ცნობილი მსახიობი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი ამბობს, რომ სახლის მოწყობისას განგებ აირჩია მშვიდი ფერები, თეთრი ტონალობა, რომელიც დომინირებს მის თანამედროვე ბინაში. მშვიდ ფერებშია როგორც სტუდიოს ტიპის მისაღები ოთახი, ღია ფერის სამეულით და ძალიან ლამაზი, დიდი ჭაღით, ასევე საძინებელი - ღია ფერის კედლებითა და გადასაფარებლებით.