logo_geo
eng_logo
ვაშინგტონში დააკავეს პირი, რომელსაც პრეზიდენტის ინაუგურაციის ყალბი აკრედიტაცია და იარაღი აღმოაჩნდა
- +

17 იანვარი. 2021. 12:42

 

 

ვაშინგტონში, ერთ-ერთ საკონტროლო პუნქტთან პოლიციამ დააკავა პირი, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე დასასწრები ყალბი აკრედიტაცია, იარაღი და 500 ვაზნა აღმოაჩნდა, - ამის შესახებ Euronews წერს.

 

დაკავებული უესლი ალენ ბილერია. მისი ავტომობილი პოლიციამ 15 იანვარს გააჩერა და შეამოწმა. სწორედ ამ დროს აღმოაჩინეს ყალბი დოკუმენტი და იარაღი.

 

პოლიციის ინფორმაციით, მას ვაშინგტონის ტერიტორიაზე იარაღის ტარების ლიცენზიაც არ ჰქონდა.

 

აშშ-ში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებისა და საპროტესტო გამოსვლების ფონზე, ბაიდენის ინაუგურაციისთვის, რომელიც 20 იანვარს გაიმართება, უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული.

https://www.euronews.com/2021/01/16/dc-police-arrest-man-with-loaded-handgun-and-500-rounds-of-ammunition-ahead-of-inauguratio

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner