logo_geo
eng_logo
უჰანის ლაბორატორიის მეცნიერები საგანგაშო ვიდეოკადრებს აქვეყნებენ
- +

17 იანვარი. 2021. 20:18

 

ინტერნეტში ვიდეო გავრცელდა, რომელზეც ასახულია, რომ უჰანის ლაბორატორიის მეცნიერები „ცოცხალი ვირუსების" კვლევის მიმდინარეობისას ღამურებთან დამცავი ხელთათმანისა და სხვა აღჭურვილობების გარეშე მუშაობენ. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail  წერს.

 

გამოცემის ცნობით, ვიდეო ჯერ კიდევ კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე ორი წლით ადრე არის გადაღებული.

 

ვიდეოზე აღბეჭდილია, როგორ მუშაობენ ჩინელი მეცნიერები ღამურებით სავსე გამოქვაბულში. ამასთან, მეცნიერები აღიარებენ და ვიდეოზეც გარკვევით ჩანს, რომ კვლევების პროცესში ერთ-ერთ მკვლევარს ღამურამ ხელზე უკბინა.

 

სტატიის ავტორი წერს, რომ ეს კადრი უამრავ სერიოზულ კითხვას ბადებს, რომლებიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ჩინელ მეცნიერებს უნდა დაუსვან. ვინაიდან, შესაძლოა კორონავირუსი, მათ შორის COVID-19-ის დაავადებაც სწორედ ამ პერიოდიდან გავრცელებულიყო.

 

ცნობისთვის, ჯანმო-ს სპეციალისტთა ჯგუფი უჰანში 14 იანვარს ჩავიდა. მათი ვიზიტის მთავარ მიზანს კორონავირუსის წარმოშობის დადგენა წარმოადგენს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner