logo_geo
eng_logo
აშშ-ში ვაქცინაციის შემდეგ 55 ადამიანი გარდაიცვალა
- +

17 იანვარი. 2021. 20:37

 

აშშ-ში Pfizer/BioNTech-სა და Moderna-ს მიერ შემუშავებული კორონოვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემდეგ ჯამში 55 ადამიანი გარდაიცვალა.  ამის შესახებ გამოცემა The Epoch Time აშშ-ის სამედიცინო დაწესებულებების მოხსენებებზე დაყრდნობით იუწყება.

 

გამოცემა აღნიშნავს, რომ პაციენტები ვაქცინაციიდან რამდენიმე დღეში იღუპებოდნენ. ერთ-ერთი ვაქცინირებული, კოლორადოს მოხუცთა სახლის 66 წლის მკვიდრი დღისით საწოლში გარდაცვლილი იპოვეს.

 

ცნობისთვის, 14 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ნორვეგიაში Pfizer/BioNTech--ის ვაქცინით აცრილი 23 ადამიანი გარდაიცვალა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner