„ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამაში პენსიებთან მიმართებაში დაპირებების სახით „კონკრეტული რიცხვები" ჩაიდება.
„ჩვენს პროგრამაში ჩაიდება დაპირება ყველა მიმართულებით, მათ შორის სოციალური მიმართულებით, რომელშიც გვაქვს განსაკურებული მიღწევები. განვაგრძობთ ძალისხმევას განსაკუთრებით ამ (პენსიების) მიმართულებით. მოსახლეობას ესაჭიროება სოციალური უზრუნველყოფა, სოციალური დაცვა, მათ შორის სათანადო საპენსიო უზრუნველყოფა და ამ მიმართულებით გაკეთდება ყველაფერი, რაც ხელისუფლებას ხელეწიფება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.