logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძე კერძო კლინიკებზე: დღევანდელი მდგომარეობა არის ნამდვილად საომარი და ბიზნესზე საუბარი, ვთვლი, რომ უხერხული უნდა იყოს
- +

18 იანვარი. 2021. 00:43

 

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კორონავირუსის მეორე ტალღის დროს სახელმწიფოს კერძო კლინიკებთან მოლაპარაკებების პროცესი პირველ ტალღასთან შედარებით რთული იყო. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა „იმედის“ გადაცემაში „რა დროს ძილია“ განაცხადა. ტიკარაძის თქმით, კლინიკების კომერციული ინტერესი იყო, რომ ჰიბრიდულებად დარჩენილიყვნენ და მხოლოდ კოვიდინფიცირებულ პაციენტებს არ მომსახურებოდნენ, ამიტომ მთავრობას მათთან ბიზნეს-მოლაპარაკებების წარმოება მოუწია.

 

„მაშინ როცა პირობითად ერთ კლინიკას ჰქონდა 200 საწოლი, ის ჩვენ გვაძლევდა მხოლოდ 80 საწოლს კოვიდისთვის და დანარჩენ 120 საწოლს იყენებდა სხვა, როგორც ისინი თვლიდნენ, მეტად უფრო მომგებიანი მიმართულებისთვის და ეს, რა თქმა უნდა, იყო რთული კომუნიკაცია. როგორც ბიზნესთან ისე გვქონდა საუბარი. დღევანდელი მდგომარეობა არის ნამდვილად საომარი მდგომარეობა და აქედან გამომდინარე, ბიზნესზე საუბარი, მე ვთვლი, რომ უხერხული უნდა იყოს. თუმცა აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ის ანაზღაურება, რომელსაც კლინიკები იღებენ კოვიდ-მართვისთვის ნამდვილად არის მათთვის საკმაოდ სარფიანი და მომგებიანი, ვინაიდან ჩვენთვის მიდგომაა, რომ რომელიმე ბიზნესის ბენეფიტებზე და ფინანსურ მოგებაზე მოვახდინოთ რადიკალურად ნეგატიური ჩარევა, ეს მიზანი არ არის“, - განაცხადა მინისტრმა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner