logo_geo
eng_logo
„აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას ღირსეული ადამიანი დაიკავებს“
- +

6 ივლისი. 2016. 14:32



„ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას უახლოეს დღეებში ძალიან ღირსეული ადამიანი დაიკავებს.



კობახიძე დარწმუნებულია, რომ ახალი თავმჯდომარის ასარჩევად „ქართულ ოცნებას" საკმარისი რაოდენობის ხმები ექნება.



ჩვენ გვაქვს სრული რესურსი, რომ უმაღლეს საბჭოში დამტკიცდეს ახალი თავმჯდომარე. უახლოეს დღეებში წარიმართება ეს პროცესი და კონკრეტული შედეგით დასრულდება. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ უმაღლესი საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას მთავრობის თავმჯდომარის დამტკიცების თაობაზე და ეს უახლოეს დღეებში მოხდება. ახალ კანდიდატურაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ძალიან ღირსეული ადამიანი დაიკავებს მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას. ეს არის კონკრეტული უმაღლესი თანამდებობის პირების და ორგანოების კომპეტენცია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



მისი თქმით, არჩილ ხაბაძე დარჩება „ქართული ოცნების" გუნდში და დღევანდელი თანამდებობის ადეკვატურ პოზიციას დაიკავებს.



ჩვენთვის არჩილ ხაბაძის გადადგომა მოულოდნელი არ ყოფილა. ამ საკითხთან დაკავშირებით გუნდში კონსულტაციები იმართებოდა და ეს გადაწყვეტილებაც სწორედ კონსულტაციების საფუძველზე იქნა მიღებული.

რაც შეეხება ბატონი არჩილის მომავალ პოზიციას, ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები გვექნება. ის რჩება ჩვენს გუნდში, ის დაიკავებს დღევანდელი თამანდებობის ადეკვატურ პოზიციას და ახალ ამპლუაში განაგრძობს მუშაობასქართული ოცნების" გუნდთან ერთად", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner