გაფორმების ეკონომიკურ ზონაში „თბილისი“ სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ, რისკების მონაცემთა ბაზების საფუძველზე, თურქეთიდან ექსპორტირებული ერთ-ერთი შპს-ის დეკლარირებული საქონელი დეტალურ დათვალიერებას დაექვემდებარა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის, კერძოდ, უფლებამოსილი პირის მიერ, საქონლის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 10 149.04 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონელი (საერთო წონით, 500 კილოგრამი) გამოვლინდა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, შპს-ს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 10 149.04 ლარი შეეფარდა.