logo_geo
eng_logo
სოფელ რენეში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია იწყება
- +

18 იანვარი. 2021. 17:07

 

სოფელ ზემო რენეში არსებული საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები მალე დაიწყება. კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ სამუშაოების შესყიდვის ტენდერი 2020 წლის 31 დეკემბერს გამოაცხადა.

 

კოდისწყაროს ადმინისტრაციულ ერთეულში 8 სოფელი შედის - მათგან 4 საზღვრისპირა სოფელია, ხოლო 3 კი - მაღალმთიანი. 30 წელია, რაც არსებული საბავშვო ბაღი არ ფუნქციონირებს და ბავშვები მეზობელ სოფლებში დაჰყავთ.

 

თანამედროვე სტანდარტებს დაქვემდებარებულ და აღჭურვილ საბავშვო ბაღში 8 სოფლის ბავშვები ივლიან. ბაღში ბავშვებსა და პედაგოგებს ყველა საჭირო პირობები ექნებათ.

 

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 715 113 ლარია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner