logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე: ოპოზიციაში არიან ძალები, რომელთა მთავარი მიზანი საბოტაჟია
- +

18 იანვარი. 2021. 21:39

 

 

„ოპოზიციის მთელ სპექტრთან შეთანხმება პრაქტიკულად შეუძლებლად მიმაჩნია“, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„იქ არიან ძალები რომელთაც საერთოდ არ აინტერესებთ არც არჩევნების შედეგები და მათი მთავარი ამოცანაა საბოტაჟი“,- აღნიშნა სამხარაძემ.

 

მისი თქმით, ამაზე ნათლად მეტყველებს ის საჯარო განცხადებები, რასაც ოპოზიციის ნაწილი აკეთებს.

 

„გავიხსენოთ რა იყო მთავარი საფუძველი იმისა, რომ არჩევნები გაყალბდა - პირველი ეს იყო „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლის შედეგები, რომელიც გაქარწყლდა, გაბათილდა და პირდაპირ დაემთხვა „ცესკოს“ შედეგებს. ეს ერთი ნათელი მაგალითია იმისა, რომ ცესკოში არაფერი არ გაფუჭებულა არცერთ დონეზე. რაც შეეხება ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებს, ასეთი ფაქტები იყო, მაგრამ რაც დადასტურდა, ორჯერ მეტი ოპოზიციის მხრიდან გამოვლინდა. რაც შეეხება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, არჩევნების მეორე დღეს არასამთავრობო სექტორი გამოვიდა და განაცხადა, რომ ხელისუფლებამ უპრეცედენტო რაოდენობის ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენა. თუმცა შემდეგ „ტრანსფარანს ინტერნეიშენალმა“ განაცხადა, რომ ასეთი ფაქტები არ ყოფილა“, - განაცხადა სამხარაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner