logo_geo
eng_logo
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: რაც უფრო ძლიერია თურქეთი რეგიონსა და მსოფლიოში, მით უფრო მასშტაბურია ანკარაზე ზეწოლა
- +

18 იანვარი. 2021. 22:36

 

 

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთის ხელისუფლება მტკიცედ განწყობილია, ქვეყნის პოტენციალი სრულად აამოქმედოს და ფსონი ინვესტიციებზე, წარმოებაზე, ზრდაზე, დასაქმებასა და ექსპორტზე დადოს.

 

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ რაც უფრო ძლიერია თურქეთი რეგიონსა და მსოფლიოში, მით უფრო მასშტაბურია ანკარაზე ზეწოლა.

 

„ისინი, ვინც თურქეთის დემოკრატიულ განვითარებას აკრიტიკებენ, თავად უყოყმანოდ სამარცხვინო ნაბიჯებს დგამენ დემოკრატიის სფეროში, ვინაიდან მათთვის დემოკრატია ინტერესების მიღწევის ინსტრუმენტია“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner