logo_geo
eng_logo
იაგო ხვიჩია: არასწორია, როცა ამერიკის ელჩი პარლამენტში შესვლისკენ მოგიწოდებს და შენ მაინც ბოიკოტის რეჟიმში რჩები
- +

18 იანვარი. 2021. 23:37

 

„არასწორია, როცა მოლაპარაკებაში მონაწილე მთავარი ადამიანი - ამერიკის ელჩი პარლამენტში შესვლისკენ მოგიწოდებს და შენ მაინც ბოიკოტის რეჟიმში რჩები“, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „TV პირველის“ ეთერში ოპოზიციის ნაწილზე საუბრისას განაცხადა.

 

„ჩვენს ყველა მეგობარს ეტყობა ჩვენკენ (ოპოზიცია) არის თუ ხელისუფლებისკენ. პარლამენტის პირველ სხდომაზე ვნახეთ, რომ ამერიკის ელჩი მივიდა და მერე მოგვიწოდა, რომ შევიდეთ პარლამენტში. ამერიკის ელჩი შენკენ არ არის, ევროკავშირის ელჩი შენკენ არ არის, ევროპარლამენტი გეუბნება შედიო, ქუჩაში ხალხს ვერ აგროვებ. არასწორია, როდესაც მთავარი იმედი, ვისიც გაქვს, ის ხალხი გეუბნება, რომ უნდა შეხვიდე პარლამენტში და შენ მაინც ბოიკოტის რეჟიმში რჩები“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner