logo_geo
eng_logo
თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა
- +

19 იანვარი. 2021. 01:23

 

 

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე (ვაკე-საბურთალოს ახალი გზა). „თბილსერვის ჯგუფის“ დასუფთავების მანქანას მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

 

შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა. მედიკოსების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

 

ადგილზე იმყოფებოდნენ სასწრაფო, სახანძრო და საპატრულო პოლიციის ჯგუფები.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner