20 იანვრის ინაუგურაციისთვის, აშშ-ში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მიიღეს. ფედერალური საგამოძიებო ბიურო (FBI) ეროვნული გვარდიის იმ წარმომადგენლებსაც კი ამოწმებს, ვინც ღინისძიებისას დედაქალაქში უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს, - ამის შესახებ Associated Press-ი წერს.
როგორც თავდაცვის უწყების წარმომადგენლები განმარტავენ, საკონტროლო შემოწმების მიზანია, არ დაუშვან ე.წ. „შიდა თავდასხმი“.
„უწყვეტ რეჟიმში ვაგრძელებთ შემოწმების პროცესს და თვალყურს ვადევნებთ ოპერაციაში მონაწილე პირებს“ - განაცხადა არმიის მდივანმა რაიან მაკკარტნიმ.
17 იანვარს FBI-მ განაცხადა, რომ აშშ-ს 50-ვე შტატსა და კოლუმბიის ფედერალურ ოლქში ძალადობრივი საპროტესტო გამოსვლებია მოსალოდნელი.