logo_geo
eng_logo
ვაშინგტონში, FBI ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებს ამოწმებს
- +

19 იანვარი. 2021. 02:37

 

 

20 იანვრის ინაუგურაციისთვის, აშშ-ში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მიიღეს. ფედერალური საგამოძიებო ბიურო (FBI) ეროვნული გვარდიის იმ წარმომადგენლებსაც კი ამოწმებს, ვინც ღინისძიებისას დედაქალაქში უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს, - ამის შესახებ Associated Press-ი წერს.

 

როგორც თავდაცვის უწყების წარმომადგენლები განმარტავენ, საკონტროლო შემოწმების მიზანია, არ დაუშვან ე.წ. „შიდა თავდასხმი“.

 

„უწყვეტ რეჟიმში ვაგრძელებთ შემოწმების პროცესს და თვალყურს ვადევნებთ ოპერაციაში მონაწილე პირებს“ - განაცხადა არმიის მდივანმა რაიან მაკკარტნიმ.

 

17 იანვარს FBI-მ განაცხადა, რომ აშშ-ს 50-ვე შტატსა და კოლუმბიის ფედერალურ ოლქში ძალადობრივი საპროტესტო გამოსვლებია მოსალოდნელი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner