logo_geo
eng_logo
მაია ბუწაშვილი: ვაქცინაცია კაცობრიობის უმთავრესი მონაპოვარია და კოვიდის ვაქცინასთან დაკავშირებულმა კითხვებმა მას საფრთხე არ უნდა შეუქმნას
- +

19 იანვარი. 2021. 02:53

 

“ვაქცინაცია კაცობრიობის უმთავრესი მონაპოვარია, ძლივს იმ სტატუსამდე ვართ, რომ მოცვა ასე თუ ისე კარგი გვაქვს”, - ამის შესახებ ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.

 

„როდესაც ვაქცინები შემოვა, ყველაფერი გამართული უნდა გვქონდეს, რადგან უხერხულობის წინაშე არ აღმოვჩნდეთ, რომ ტექნიკურად ვერ დავაკმაყოფილოთ ის პირობები, რაც აუცილებელი, ვაქცინის ხარისხისთვის გადამწყვეტი და სასიცოცხლოა“, - განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

 

მისი თქმით, კოვიდის ვაქცინასთან დაკავშირებული ყველა განცხადება ძალიან ფრთხილი და მოზომილი უნდა იყოს, რადგან საშიშია, ზოგადად ვაქცინაციას არ შეელახოს რეპუტაცია.

 

„მინდა, მკაფიოდ დავაფიქსირო - ვაქცინაცია კაცობრიობის მონაპოვარია და ამიტომ, სხვა არცერთ ვაქცინას არ უნდა შეექმნას საფრთხე, მოცვის მხრივ, კოვიდის ვაქცინასთან დაკავშირებულმა კითხვებმა, რადგან საქართველოში იმ სტატუსამდე ვართ, რომ მოცვა ასე თუ ისე კარგი გვაქვს.

 

კოვიდ ვაქცინა რისკის ჯგუფებისთვის არის გადამწყვეტი და სასიცოცხლო. მე ვაქცინაციის კომისიაში ვარ და ერთადერთი განსხვავებული აზრი მაქვს, მიმაჩნია, რომ პირველ ეტაპზე კოვიდ გადატანილები პრიორიტეტულ ჯგუფში არ უნდა იყვნენ. უნდა გამოცხრილონ.

 

არსებობს ბაზა, სადაც პირადი მონაცემებია შეტანილი, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა და ამის გამოცხრილვა ძალიან ადვილია. პრიორიტეტულ ჯგუფში ჯანდაცვის მუშაკები ისე უნდა გადანაწილდნენ, ვის გადატანილი აქვს და ვის არა, რადგან ვისაც ვირუსი გადატანილი აქვს, ვიცით, რომ იმუნიტეტი კარგახანს უნარჩუნდებათ“, - განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner