გიორგი კვირიკაშვილისა და ჯონ კერის თავმჯდომარეობით მთავრობის ადმინისტრაციაში აშშ-საქართველოს სტრატეგიული ქარტიის სხდომა მიმდინარეობს.
სხდომის დაწყებამდე ჯონ კერის მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უმასპინძლა. რამდენიმეწუთიანი აუდიენციის შემდეგ მხარეებმა გაფართოებულ ფორმატში, სტრატეგიული ქარტიის პლენარულ სხდომაზე გადაინაცვლეს.
სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა გაიმართება. მოგვიანებით კი ჯონ კერი და გიორგი კვირიკაშვილი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.