logo_geo
eng_logo
მთავრობის ადმინისტრაციაში აშშ-საქართველოს სტრატეგიული ქარტიის სხდომა მიმდინარეობს
- +

6 ივლისი. 2016. 14:55


 

გიორგი კვირიკაშვილისა და ჯონ კერის თავმჯდომარეობით მთავრობის ადმინისტრაციაში აშშ-საქართველოს სტრატეგიული ქარტიის სხდომა მიმდინარეობს.


სხდომის დაწყებამდე ჯონ კერის მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უმასპინძლა. რამდენიმეწუთიანი აუდიენციის შემდეგ მხარეებმა გაფართოებულ ფორმატში, სტრატეგიული ქარტიის პლენარულ სხდომაზე გადაინაცვლეს.


სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა გაიმართება. მოგვიანებით კი ჯონ კერი და გიორგი კვირიკაშვილი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.  


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner